თავი 1. Access 2007-ის ობიექტური მოდელი
მართვის ელემენტებში მოვლენების თანმიმდევრობა
- მოვლენების თანმიმდევრობა მართვის ელემენტისათვის ფოკუსის გადაცემისას
Enter>>GotFocus (შემდეგი ელემენტის მიერ ფოკუსის მიღება)
2. მოვლენების თანმიმდევრობა, მაშინ როდესაც მართვის ელემენტისათვის ფოკუსის გადაცემა ხორციელდება ფორმის გაღებისას
Open(ფორმის გაღება)>>Activate (ფორმა)>>Current (ფორმა)>>Enter (მართვის ელემენტი)>>GotFocus (მართვის ელემენტი)
3. მოვლენების თანმიმდევრობა მართვის ელემენტის მიერ ფოკუსის დაკარგვისას
Exit>>LostFocus
4. მოვლენების თანმიმდევრობა მართვის ელემენტში მონაცემების მნიშვნელობების ცვლილებისა და მეორე მართვის ელემენტისათვის ფოკუსის გადაცემისას
BeforeUpdate>>AfterUpdate>>Exit>>LostFocus
5. მოვლენების თანმიმდევრობა TextBox-ში ან ComboBox-ში სიმონაცემთა ბაზაოლოს ჩაწერისას მეორე მართვის ელემენტისათვის ფოკუსის გადაცემამდე
KeyDownKeyPress>>Change>>KeyUp
6. მოვლენების თანმიმდევრობა, მაშინ როდესაც მართვის ელემენტი ფოკუსს კარგავს ფორმის დახურვისას
Exit (მართვის ელემენტი)>>LostFocus (მართვის ელემენტი)>>Unload(ფორმა)>>Deactivate (ფორმა) >>Close (ფორმა)
მაგალითი – ფორმაზე მართვის ელემენტებთან ერთად ცხრილის გამოტანა, მონაცემების ძიება და რედაქტირება
1. დავაპროექტოთ Split Form-ის ტიპის ფორმა, რომლის საშუალებით განვახორციელებთ მონაცემების ძიებას, რედაქტირებას, ჩანაწერის დამატებას და ამოშლას;
2. დავიტანოთ ფორმაზე ღილაკები <რედაქტირება>, <დამატება>;
3. ფორმაზე ცხრილთან დაკავშირებული ველების: <ნომერი>, <გვარი, სახელი>, <დაბადების თარიღი> <დაბადების ადგილი> გარდა დავიტანოთ მართვის ელემენტები: TextBox – საძებნი ინფორმაციის ჩასაწერად, OptionButton – განსხვავებული ველებით ამორჩევის, რედაქტირების, ჩანაწერის დამატების ოპერაციების შესასრულებლად. ჩანაწერის გასაღებია ველი სახელით ”ნომერი”;
4. საჭიროა:
- ძიების დროს შეუღწევადი იყოს ღილაკი <დამატება> და ძებნის შედეგების რედაქტირება;
- რედაქტირების სამუშაოების ჩატარებისას შეუძლებელი იყოს სადენტიფიკაციო ნომრის (გასაღების), ჩვენ შემთხვევაში ველში ”ნომერი” ჩაწერილი ინფორმაციის რედაქტირება;
- ჩანაწერის დამატებისას შემოწმებულ იქნეს ველში ”ნომერი” ციფრების არსებობა და ამ ველში ჩაწერილი რიცხვის იდენტურობა ჩანაწერებში არსებულთან (ერთნაირი გასაღების აღმოჩენა);
დაპროექტების რეჟიმში ფორმა შემდეგია/სურ. 1.13/: